ამ დროისთვის, რუსთველის გამზირზე, ყველა სახის სატრანსპორტო
საშუალებისთვის მოძრაობა გახსნილია.
როგორც „ინტრნეტ.ჯი“-ს თბილისის მერიის პრესამსახურში განუცხადეს,
გუშინ სამრეწველო აღლუმის გამო გადაკეტილ ქუჩაზე, ამჟამად მოძრაობა სრულად
აღგენილია.
მერიის ინფორმაციით, გარკვეული შეფერხებებია მარჯანიშვილის მოედანზე, სადაც გუშინ საღამოს,
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ამ დროისათვის სცენის
დემონტაჟი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქართული მრეწველობის აღლუმი - "დამზადებულია
საქართველოში" გაიმართა, რის გამოც რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო
საშუალებების გადაადგილება შეიზღუდა.
internet.ge