რუსთაველის გამზირი შესაძლოა გადაიკეტოს
13:17 27.05.2012
|
დღის სიახლეები
|
რუსთაველის გამზირი შესაძლოა გადაიკეტოს, ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ "ჩვენ ვიწყებთ" - ამ ლოზუნგით ეპატიჟება დღეს კოალიცია "ქართული ოცნება" მხარდამჭერებს აქციაზე, რომლითაც კოალიციის განცხადებით, საარჩევნო კამპანიას დაწყებას აღნიშნავს.
"ქართული ოცნების" ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები ვაკის პარკის, ავლაბრის მეტროსა და დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიძრებიან და ფეხით მსვლელობის შემდგომ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან. სადაც 15:00 საათზე აქცია გაიმართება.
მსვლელობაში მონაწილეობას კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|