რამდენიმე წუთის წინ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა
ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე გამართული მიტინგი დატოვა. „ინტერნეტ.ჯი“-ს
შეკითხვას მან მხოლოდ ერთი რეპლიკით უპასუხა. ბიძინა ივანიშვილის თქმით შეფასებები
მოგვიანებით გაკეთდება.
7 ივნისს კოალიცია კიდევ ერთ აქციას გეგმავს, თუმცა ეს იქნება
იმერეთის რეგიონში, - ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-სთან გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ დღეს, თავისუფლებაზე შეკრებილმა ხალხმა მკაფიო
მესიჯი გაუგზავნა ხელისუფლებას და უთხრა, რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ და ჩვენი აზრი დავაფიქსირეთ, ესაა მკაფიო
მესიჯი ხელისუფლებისთვის. განწყობა ძალიან ამაღლებულია, ხოლო სამოქმედო გეგმის
შესახებ უფრო კონკრეტულად ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი“ - განაცხადა
სანიკიძემ.
internet.ge