„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის, თავისუფლების
მოედანზე, აქციის დასრულების შემდეგ, ინციდენტი მოხდა.
აქციაზე მისული გიორგი გიორგაძე ცდილობდა თავისუფლების მოედანზე
დამონტაჟებულ მთავარ სცენაზე მოხვედრას, რისი საშუალებაც აქციის ორგანიზატორებმა,
ანუ ახალგაზრდულმა ფრთამ, არ მისცა.
როგორც გიორგაძემ „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, აქციაზე მას საკუთარი
აზრის დაფიქსირების სურვილი ჰქონდა.
„დღეს მე მოვედი აქ იმიტომ, რომ მჯერა ბიძინა ივანიშვილი იმ
სულიერებას გადაარჩენს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაგვიკლა. მაინტერესებდა
ბიძინა ივანიშვილისგან მომესმინა სულიერების გადარჩენასთან დაკავშირებული ხედვა,
რაც აქ ვნახე მხოლოდ ბერას სიმღერა და ივანიშვილის მოწოდება იყო.
მართლმადიდებელ ადამიანს მაინტერესებს რას აპირებს ივანიშვილი
სულიერების კუთხით“,- განაცხადა გიორგაძემ.
ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაძაბულობა სცენიდან ჩამოსუმა მამაკაცმა
განმუხტა. რომელმაც „ინტერნეტ.ჯი“-სთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
internet.ge