გაეროს უსაფრთხოების საბჭომ სირიაში მომხდარი მოვლენები განიხილა.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, გენერალმა რობერტ მუდმა, სხდომის მონაწილეებს ქვეყნის დასახლებული პუნქტებიდან სამხედრო
ტექნიკისა და შეიარაღებული ძალების გამოყვანისკენ მოუწოდა.
განსხვავებული აზრი მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა
გამოთქვა, რომელმაც უსაფრთხოების საბჭოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის
შეკავება ურჩია:
ჩვენ სერიოზულად ვართ შეწუხებულნი და შეშფოთებულნი იმით,
რაც სირიაში მოხდა. ეს მოვლენები დაწვრილებით უნდა იქნას შესწავლილი მანამ, სანამ უსაფრთხოების
საბჭო რაიმე ქმედებას განახორციელებს, ან ისეთი რეაქცია ექნება, როგორიც ახლა აქვს,
“ - განაცხადა ალექსანდრ პანკინმა.
პანკინმა ასევე დასძინა, რომ უცნობია ამ მოვლენათა მიზეზები,
მით უმეტეს, რომ ჰულაში მოკლულთა შორის ისეთებიც იყვნენ, ვინც ჭრილობა თავში ახლო მანძილიდან
სროლისგან მიიღო.
შეგახსენებთ, 26 მაისს, სირიის სოფელ
ჰულაში მოსახლეობის დაცხრილვის შედეგად 116 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 30-ზე
მეტი ბავშვი.
დამასკო უარყოფს მომხდარში სამხედრო პირების მონაწილეობას
და ამ ტრაგედიის შემსწავლელი კომისიის შექმნის პირობას დებს.
Internet.ge