დღეს, ბიძინა ივანიშვილის ტრადიციული პრესკონფერენცია ინციდენტების ფონზე მიმდინარეობდა.
ჟურნალისტები, რომლებმაც პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთით დაიგვიანეს, დაცვამ აღარ შეუშვა. მათ შესვლა მხოლოდ მოგვიანებით, მაია ფანჯიკიძის გამოსვლის დროს მოახერხეს.
ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მან არ იცოდა ჟურნალისტებსა და დაცვის წევრებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ და მომავალში დაცვას გააფრთხილებს, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.
პრესკონფერენციაზე ასევე შელაპარაკება მოხდა ივანიშვილსა და „რეალ TV“- ის ჟურნალისტს შორის.
ივანიშვილის განცხადებით, ის თორნიკე კოშკაძის შეკითხვებს არ უპასუხებს, სანამ ჟურნალისტი ბოდიშს არ მოუხდის.
„რეალ TV- სთან ურთიერობას არ შევწყვეტ, თუმცა ამის საფუძველი არსებობს. სანამ ეს ჟურნალისტი ბოდიშს არ მოიხდის, კონკრეტულად მის შეკითხვებს არ ვუპასუხებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა ასევე უპასუხოდ დატოვა ახალი ამბების სააგენტო „ივერონის“ შეკითხვა, იმ მიზეზით, რომ ივერონის ჟურნალისტი "რეალ TV" - ის თანამშრომლის, თორნიკე კოშკაძის მეუღლე გახლავთ.
internet.ge