GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლების სამინისტროში ძალოვანი უწყების თანამშრომლების მობილიზაცია არ დასტურდება
11:46 29.05.2012
დღის სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ინტერნეტ პორტალი ავრცელებს ინფორმაციას, რომ განათლების სამინისტროში მობილიზებული იყვნენ ძალოვანი სამინისტროს თანამშრომლები.

მობილიზაციის მიზეზი კი გახლდათ განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ დადებული დასკვნა, რომლის თანახმადაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი, ივლისში, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე აპირებდა მასწავლებლების მასიურად ჩაჭრას, რითაც გამოიწვევდა მათ უკმაყოფილებას სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მიმართ.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს არ დაუდასტურეს არც გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში და არც განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

განათლების სამინისტროს პრესმდივანი ნინო პოტრჟებსკაია აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და არ სინამდვილეს შეესაბამება. 

„დილიდან სამსახურში ვარ და აქ არც ძალოვანი უწყების თანამშრომლები ყოფილან და არც არავის მიერ დადებული დასკვნა წამიკითხავს. მეცოდინებოდა აუცილებლად. სრული სიცრუეა ეს ინფორმაცია“ - განაცხადა პროტრჟებსკაიამ.

ინფორმაციას არ ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური - მაია გაბუნია.

„ძალიან სულელი უნდა იყოს ადამიანი, რომ ეს დაწეროს და შემდეგ დაიჯერო. მსგავსი ინფორმაცია არ გამიგია და საერთოდ სისულელედ მიმაჩნია ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაც კი. მესმის, რომ თქვენი მოვალეობაა გადაამოწმოთ ინფორმაცია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება“ - განაცხადა მაია გაბუნიამ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა1
თიბილოვი ზარდიანთკარში მოსახლეობის დაბრუნებას ეწინააღმდეგება2
პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს ელოდებიან3
სოზარ სუბარი: მამუკა ნიკოლაიშვილს ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს4
ნანუკა ჟორჟოლიანი: ირაკლი კოდუას თანამდებობა არ დაუტოვებია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X