GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატის მიერ დაკისრებულ 900 000 ევროს გადახდას არ აპირებს
10:38 30.05.2012
დღის სიახლეები

ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატის მიერ დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“- ს თავად გიორგობიანმა განუცხადა.

„კონტროლის პალატის გადაწყვეტილებაზე არაფერს ვიტყვი და არაფრის გადახდას არ ვაპირებ“,- განუცხადა სააგენტოს გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ  23 მაისს აქართველოს კონტროლის პალატამ გიორგობიანის მიერ  საქველმოქმედო ფონდ „ქომაგისთვის“ გადმორიცხული 90 000 ევრო დააყადაღა და ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი ჩინოვნიკი სამართალდამრღვევად გამოაცხადა.

გიორგობიანს კონტროლის პალატის მიერ  გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები. ასევე, ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა საქართველოს კონტროლის პალატაში 2012 წლის 28 მაისს იყო დანიშნული. სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად არც სამართალდამრღვევი და არც მის წარმომადგენელი გამოცხადდა.

ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად უზრუნველყო სამართალდამრღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაცია და მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებდა საქმის განხილვას. შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომა ჩატარდა სამართალდამრღვევის მონაწილეობის გარეშე და ბიძინა გიორგობიანი მის მიერ ააიპ „ფონდი ქომაგის“ ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დედაქალაქის რიგ უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ1
კუბლაშვილი: ახალაიას დაკავება ივანიშვილისა და ალასანიას დავალებით შესრულებული ანგარიშწორება2
კახი კალაძე: თანამდებობაზე პრეტენზია არ მაქვს3
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბოლნისს ეწვია4
აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალების მობილიზებას ახდენს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X