იტალიაში
მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. როგორც იტალიაში საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, მათთვის ჯერ-ჯერობით
არც
ერთ
მოქალაქეს
არ მიუმართავს.
მიწისძვრისას მსხვერპლთა რაოდენობა კი იზრდება. ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, დაღუპულია 17 ადამიანი, 300 კი ჰოსპიტალიზებულია.
ქვეყანაში
გრძელდება
ძლიერი აფთერშოკები. ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
ადგილობრივ
მოსახლეობას
მიწისძვრის
განმეორების
ეშინია. ღამე ღია ცის ქვეშ ათასობით ადამიანმა გაათენა.
Internet.ge