წერეთელი: მერაბიშვილი პარლამენტში საგანგებო და სერიოზული საკითხის გამო ვერ მოვიდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერ, გიგი წერეთლის განმარტებით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, პარლამენტში, სამთავრობო საათზე, საგანგებო და სერიოზული საკითხის გამო ვერ მივიდა.
როგორც დღევანდელ სხდომაზე წერეთელმა აღნიშნა, მინისტრი მას სხდომის დაწყებამდე დაუკავშირდა და წინასწარ აცნობა, რომ პარლამენტში მისვლას ვერ ახერხებდა.
მისი თქმით, მთავარია, დეპუტატების დასმულ შეკითხვებზე რა პასუხები იქნება და არა ის, ვინ უპასუხებს ამ კითხვებს.
შეგახსენეთ, რომ ვანო მერაბიშვილის პარლამენტში მიუსვლელობის გამო, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისათვის” წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ამ წუთებში, სხდომათა დარბაზში სიტყვით, იუსტიციის მინისტრის მოადგილე - თინა ბურჯალიანი გამოდის.
Internet.ge