ოპოზიციონერი
დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, ის აკაკი ასათიანთან კონსულტაციების
გამართვას არ აპირებს.
როგორც
ჟურნალისტებს ბაღათურიამ განუცხადა, მის პარტიას „სახალხო კრებასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“
კოლეგიალური ურთიერთობა აქვს.
„ქართულ
დასის“ პოზიციაა, რომ უმჯობესია ერთი ოპოზიციური ფრონტი შეიქმნას, ერთი დიდი
საარჩევნო ბულდოზერი, რომლის დანიშნულება იქნება პოლიტიკური მოედანი იმ ნაგვისაგან გაწმინდოს, რომელიც ამ მოედანზე
დაგროვდა“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ,
რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღათურია აკაკი ასათიანთან და „სახალხო კრებასთან“
ერთად ახალი გაერთიანების ჩამოყალიბებას გეგმავს.
Internet.ge