საქართველოს
სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
შეკრება, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს არის დაგეგმილი.
საიას ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავს, როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული
აქტივობების
მიმოხილვას,
ასევე სასჯელაღსრულების
დაწესებულებებისა
და დროებით მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.
internet.ge