რუსთავში, 9 სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოვარდნილი 16 წლის გოგონას მდგომარეობა ამ
დროისთვის უკიდურესად მძიმეა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს იაშვილის კლინიკაში
განუცხადეს, გოგონა ამჟამად სუნთქვით აპარატზეა შეერთებული და რეანიმაციულ
განყოფილებაში იმყოფება.
16 წლის მოზარდს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია,
მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა.
ექიმების განცხადებით, მოზარდმა მრავლობითი
დაზიანებები მიიღო, ამჟამად კი, მისი მდგომარეობა მძიმეა.
რუსთავში, ცხრა სართულიანი შენობის სახურავიდან 16 წლის გოგონა გადმოვარდა.
ერთ-ერთი ვერსიით მოზარდმა თავის მოკვლა შეყვარებულის გამო სცადა.
internet.ge