დაღესტანში შეიარაღებული თავდასხმებისა და
დივერსიების სიხშირე ინტენსიური ხდება.
დღეს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა რკინიგზაზე, მანამდე კი საჯარისო
კოლონას გაუხსნეს ცეცხლი.
ინჩხეს სარკინიგზო სადგურის მონაკვეთზე
აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ლიანდაგზე სატვირთო მატარებელი მოძრაობდა. ვაგონები
ლიანდაგიდან არ გადასულა, თუმცა ამ დროისთვის მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია.
იმავდროულად, დაღესტანში, თავდასხმა მოხდა საჯარისო
კოლონაზე, რომელსაც პოლიციის თანხლებით პროდუქტი მიჰქონდა. კოლონას უცნობმა
პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია პოლიციელი, ასევე დაცხრილულია მათი
ავტომანქანები.
internet.ge