ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისათვის, ინფრასტრუუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, სამინისტროს 49 თანამშრომელს მედლები და ღირსების ორდენები გადასცა. ნიკოლაიშვილმა ღირსების ოდნენოსნებს
გაწეული სამუშაოებისათვის პირადად გადაუხადა მადლობა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის
მთლიანად მოწყობილია საქართველოს პარლამენტის გარე ფასადი, ეზო და სხდომათა
დარბაზი. ამჟამად სამშენებლო სამუშაოზე დასაქმებულია 2 000 მდე ადამიანი, მათი
უმრავლესობა კი ადგილობრივი მოსახლეა.
პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური
განვითარების სამინისტრო ხელმძღვანელობს.
internet.ge