GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აფხაზი, ხურჩელი და ინგირელი ბავშვების ფოტო-ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
10:16 01.06.2012
დღის სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ ღონისძიებათა ცილკს მთელი საქართველოს მასშტაბით გამართავს.

დღეს, 14:00სთ-ზე სოფელ ხურჩაში გამოფენა-კონკურსი გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება აფხაზი, ხურჩელი და ინგირელი ბავშვების ფოტო-ნამუშევრები თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ბედნიერი სამყარო“.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს მშვიდობის მშენებლობას და აფხაზ, ხურჩელ და ინგირელ ახალგაზრდათა დაახლოებას.

ფოტო-გამოფენის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.სამი საუკეთესო ნამუშევარი კი დაჯილდოვდება სიმბოლური პრიზებით.

წყალტუბოს დევნილთა ჩასახლებაში ბავშვები საკუთარ ეზოებს ფერადი ცარცებით მოხატავენ. მხიარული ნახატებით პატარები საკუთარ წვლილს შეიტანენ წყალტუბოს დევნილთა ახალი ჩასახლების გალამაზებაში. ღონისძიების მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

სოფელ ზემო ნიქოზში კულტურის სახლის ახალგაზრდები საბავშვო კონცერტს გამართავენ, აქციაში უფროსებიც ჩაერთვებიან და საბავშვო ბაღისა და კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქციას მოაწყობენ, ამის შემდეგ დასუფთავებულ ტერიტორიას ბავშვები ფერადი ცარცებით მოხატავენ. ღონისძიების მონაწილე პატარებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში კი ასოციაცია „თანხმობის“ მიერ დაასრებული  საკვირაო სკოლის მოსწავლეები შემოქმედებით კონცერტს გამართავენ.

ღონისძიებათა ციკლი ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორიბით რეგიონალური პროექტის “ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის” ფარგლებში ტარდება.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს1
ვანო მერაბიშვილი: ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს2
სომეხი სნაიპერის მიერ დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა3
აშშ: ტერაქტები რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობის ბრალია4
შავდათუაშვილმა პირველი მიწინააღმდეგე იპონით დაამარცხა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X