GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით ბაქრაძე ფოკის მონასტერში წირვას დაესწრო
17:30 01.06.2012
დღის სიახლეები

ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ფარავნის ტბასთან, ფოკის მონასტერში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავ წირვას დაესწრო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წირვის შემდეგ, ბაქრაძე იმ მომლოცველთა ჯგუფს შეხვდა, რომლებიც  წმინდა ნინოს  მიერ ქართლის გასაქრისტიანებლად განვლილ გზას ფეხით გადიან.

მათი ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხას მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომლებიც ეთნიკურად სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენენ, ორი ერის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ სახელმწიფოში ორი მოძმე ერი საუკუნეების განმავლობაში მეგობრულად ცხოვრობენ.   

ამასთან, სამცხე-ჯავახეთში სტუმრობისას, პარლამენტის თავმჯდომარე ნინოწმინდის მოსახლეობასაც შეხვდა და ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ჯანდაცვის და დაზღვევის რეფორმებზე გაამახვილა.

მისი განცხადებით, სახელმწიფო საკუთარი ხარჯებით სექტემბერში ორ მილიონზე მეტ მოქალაქეს დააზღვევს, რომელიც ასაკით პენსიონერებს და ხუთწლამდე ბავშვებს ხელმისაწვდომი ჯანდაცვით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ ნინოობის დღესასწაული ყოველი წლის 1 ივნისს 1989 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღინიშნება. მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც წმინდა ნინოს  მიერ ქართლის გასაქრისტიანებლად განვლილ გზას ფეხით გადიან, საქართველოს ეკლესია-მონასტრებს ლოცვით შემოივლიან და მსვლელობას 13 ივნისს მცხეთაში დაასრულებენ.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას უსუსურსა და უაზროს უწოდებს1
საგარეო უწყება თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე განცახდებას აქვეყნებს2
მანანა მანჯგალაძე: ლიტვა საქართველოს აქტიური მხარდამჭერია3
სოციალურად დაუცველი ბავშვები კერძო სკოლებში უფასოდ ისწავლიან4
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X