გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს, გაზეთ
„კახეთის ხმის“ ჟურნალისტის, სოფო ნიკოლაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
დაკავებულ ჟურნალისტს ბრალი განზრახ
მკვლელობის მცდელობისა
და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით აქვს წაყენებული.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 9
მარტს გაიმართა, სადაც ადვოკატმა ბრალდებული მხარის მიერ წარმოდგენილი
მტკიცებულებების შესწავლა მოითხოვა.
დღეს კი, მთავარი სასამართლო სხდომა 13:00
საათზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი 31 იანვარს
დააკავეს. მას ბრალი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
ინსპექტორ-გამომძიებელ, გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის
უკანონოდ ტარებაში ედება.
Internet.ge