საინფორმაციო ანალიტიკურმა პორტალმა
"პრესა.ჯი"-მ მუშაობა განაახლა. 10 საათიანი შეზღუდვის შემდეგ სპეციალისტებმა აღნიშნული ვებ-გვერდის სრულფასოვნად ამუშავება
შეძლეს.
"დრონი.ჯი"-სა და "პრესა.ჯი"-ზე გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე,
ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.
სწორედ ამ დროიდან მუშაობდნენ ტექნიკური თანამშრომლები ვებ-გვერდების აღდგენაზე.
სპეციალისტების განცხადებით, ეს იყო საკმაოდ მძლავრი ჰაკერული შეტევა, რომელმაც სერვერის დაზიანება გამოიწვია,
თუმცა ამ დროისთვის „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული
საინფორმაციო პორტალები შეუზღუდავ რეჟიმში ფუნქციონირებენ.
Internet.ge