GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დღეიდან Summer Job-ში რეგისტრაცია იწყება
08:25 04.06.2012
დღის სიახლეები

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, პროექტ Summer Job-ში მონაწილეობის მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ხელახალი რეგისტრაცია იწყება.

ვებ-გვერდზე  www.summerjob.ge რეგისტრაცია დილის 9 საათიდან იქნება შესაძლებელი. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ შეარჩიონ სასურველი სამუშაო ადგილი. ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ ვებგვერდზე შეუძლიათ, რაც საშუალებას მისცემთ რეგისტაციის დღეს სასურველი სამუშაოს არჩევაში დრო აღარ დაკარგონ და პირდაპირ  რეგისტრაცია გაიარონ. სტუდენტებისთვის ვაკანტური 1500-ზე მეტი ადგილია.

პროგრამა Summer Job-ში სტუდენტთა რეგისტრაცია  20 მარტიდან დაიწყო და ინტერნეტით, დასწრების პრინციპით განხორციელდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილის გეგმები შეიცვალა, ისინი პროექტს გამოეთიშნენ. ამ სტუდენტთა რაოდენობა 7%-ზე ნაკლებია. გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 4 ივნისიდან ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი ”Summer Job” საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში  ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.

სტუდენტებს სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში  სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს1
გოგონა ნახევარი გულით ცოცხალი გადარჩა2
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს3
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში 537 კანდიდატი დარეგისტრირდა4
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X