„ავიაკატასტროფაში გადარჩენილთა პოვნის იმედი მინიმალურია,“
- განაცხადა ნიგერიის ხელისუფლებამ.
უბედური შემთხვევა გუშინ დღისით ლაგოსში - ქვეყნის ეკონომიკურ
დედაქალაქში მოხდა.
ადგილობრივი ავიაკომპანიის Dana Air კუთვნილი თვითმფრინავი
აბუჯიდან ლაგოსში მიფრინავდა. მის ბორტზე 150-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
დაშვებისას თვითმფრინავი აეროპორტის მახლობლად მდებარე ორსართულიან შენობას შეეჯახა
და დაიწვა.
რამდენიმე წამით ადრე, პილოტმა რადიოთი გადასცა, რომ ავარიულ
სიტუაციას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ამის თქმისთანავე, თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა.
ნიგერიის პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით ქვეყანაში
სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ეს უკვე მეხუთე მსხვილი ავიაკატასტროფაა ნიგერიაში ბოლო
10 წლის განმავლობაში.
Internet.ge