საქართველოს
სასაზღვრო
პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველო "ბათუმი“-ს
ბაზას ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.
დელეგაცია
სასაზღვრო
პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ და სასაზღვრო
პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა
მიიღეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისათვის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება, კერძოდ, ამერიკელების დახმარებით საპატრულო კატარღებს ჩაუტარდა სრული მოდერნიზაცია, დაამონტაჟეს თანამედროვე კავშირგაბმულობისა და სანავიგაციო სისტემები, შესაბამისად ხომალდი დაიხვეწა და უფრო მრავალფუნქციური გახდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოში რამდენიმე დიდი და წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათგან აღსანიშნავია, "საზღვრის დაცვისა და კანონგამტკიცების“
(GBSLE), "ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების“ პროგრამები.
(GBSLE)–ის პროექტის
ფარგლებში
აშენდა ახალი სამმართველო და საფუძველი
ჩაეყარა სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა
და ინფორმაციული სისტემების განახლებას. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სფეროში მესაზღვრეთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
ამასთან, საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, 2011
წლის 25 აგვისტოს, რეალიზების ფაზაში შევიდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი, გემთსარემონტო სახელოსნოს მშენებლობის დაწყებას.
Internet.ge