გენერალი ანვარ ალ-საკა სირიელი მეამბოხეების
თავდასხმის მსხვერპლი გახდა. როგორც ცნობილი გახდა, გენერლის ავტომანქანის ძირზე
ასაფეთქებელი
მოწყობილობა მიამაგრეს, რომელიც დამასკოს შემოგარენში მოძრაობისას ამოქმედდა.
გენერალი დაიღუპა. მისი მძღოლი და ქალიშვილის კი, რომელიც უნივერსიტეტში გამოცდაზე
მიდიოდა, დაზარალდნენ.
ალ-საკა ოფიციალურად სირიის არმიაში არ ირიცხებოდა. თუმცა, მას
მაღალი პოსტი ეკავა „პალესტინის გათავისუფლების არმიაში“, რომელიც ფაქტობრივად,
სირიის არმიის შემადგენელ ნაწილად მოიაზრება.
ალ-საკას მკვლელობის პარალელურად ქალაქ დეირ აზ- ზაურში
კიდევ ორი მაღალჩინოსანი სამხედრო
პირი მოკლეს - პოლკოვნიკი ახმად ხატაბი და ვიცე-პოლკოვნიკი იზედინ სვეიდანი.
ანვარ ალ-საკა კი პირველი გენერალია, რომელიც სირიის
კონფლიქტის მიმდინარეობისას მეამბოხეებმა მოკლეს.
სამივე მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც ბაშარ ასადის
მოწინააღმდეგეებმა განაცხადეს, რომ არ დაიცავენ სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებულ
პირობებს და რეჟიმს ღიად დაუპირისპირდებიან.
Internet.ge