კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“,
საქართველოში აშშ ელჩს, ჯონ ბასს ღია წერილით მიმართა.
როგორც წერილშია ნათქვამი, კოალიცია
წინადადებით მიმართავს ჯონ ბასს, საპარლამენტო არჩევნებამდე
დარჩენილ პერიოდში, NDI-მ
და IRI-მ, სოციოლოგიური
კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების
გაზომვა შეწყვიტონ.
კოალიცია მიიჩნევს, რომ კვლევების შედეგების ის ნაწილი,
რომელიც პოლიტიკური პარტიების და ლიდერების რეიტინგებს ეხება, ჩამტარებელი ორგანიზაციების მიერ არ ქვეყნდება.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ იყო ინიციატივა ქართული კვლევითი ორგანიზაციების მონაწილეობით პარალელური კვლევების ურთიერთმონიტორინგით განხორციელების შესახებ, რაც
უარყოფილი იქნა ორივე ორგანიზაციის მიერ
იმ მოტივით, რომ მათ არ
აქვთ ამგვარი პრაქტიკა და რომ
ისინი ვერ ითანამშრომლებენ მიკერძოებულ კვლევით დაწესებულებებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ
ვადასტურებთ
ჩვენს პატივისცემას, როგორც
NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლების, ისე კვლევების საკითხში მათი ზოგადი
პოლიტიკისადმი,
მაგრამ ვთვლით, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებული მეთოდით კვლევების ჩატარება ხელს შეუწყობს არა მოქალაქეთა თავისუფალი ნების
ფორმირებასა
და ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, არამედ ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის გაძლიერებას და სხვადასხვა სახის
მანიპულაციებისთვის აღნიშნული ორგანიზაციების ბრენდების კიდევ
უფრო მეტად გამოყენებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge