გერმანიის ქალაქ ინგლოშტადში, უკრაინისა და თურქეთის ნაკრებმა გუნდებმა
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო სპარინგი გამართეს. მატჩი თურქთა
გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, თუმცა ამ მატჩთან დაკავშირებით უფრო
საინტერესო ის არის, რომ ზუსტად მატჩის დღეს, უკრაინელ ფეხბურთელთა
ნახევარი მოიწამლა. ცუდი საკვების გამო თურქეთთან თამაში უკრაინელთა ათმა
ფეხბურთელმა ვერ შეძლო. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი სლავების ნაკრების
მწვრთნელმა, ოლეგ ბლოხინმა გააკეთა.
„ცუდი საკვების გამო ლამის მთელი გუნდი მოიწამლა. ფეხბურთელების დიდმა
ნაწილმა თურქებთან თამაში ვერ შეძლო, შესაბამისად იძულებითი ცვლილებების განხორციელება
მომიხდა. ეს მარცხიც დიდწილად ამის ბრალია. დარწმუნებული ვარ 11 ივნისს სულ სხვა
უკრაინას ვიხილავთ“- განაცხადა ბლოხინმა.
შეგახსენებთ, რომ ევრო სარბიელს უკრაინელები 11 ივნისს, შვედებთან
მატჩით ხსნიან.
internet.ge