ვახუშტის ხიდზე 40
წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. იგი ხიდიდან მდინარეში გადახტა.
თვითმხილველებმა სამაშველო
სამსახურს გამოუძახეს. მაშველებმა თვითმკვლელი წყლიდან ბარათაშვილის ხიდთან ამოიყვანეს.
მას მცირე ტრავმები აღენიშნება და ჰიპოთერმიის მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექიმების განცხადებით,
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მამაკაცმა თვითმკვლელობის
მიზეზის დასახელებაზე უარი თქვა.
internet.ge