კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელ კონგრესმენებთან
და სენატორებთან საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე ისაუბრა.
„თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის
ცნობით, ალასანია ვაშინგტონში სენატორ ჯონ მაკკეინს, კონგრესმენებს დევიდ დრეიერსა და ბილ შუსტერს შეხვდა.
„სენატორ
მაკკეინთან
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მთელი ეს შეხვედრა დაეთმო იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და როგორ უნდა განხორციელედეს
20 წლის განმავლობაში, პირველად, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით ცვლილება. სენატორი მაკკეინი საქართველოში მოვიწვიეთ და დიდი იმედი მაქვს, არჩევნებამდე ჩამოვა,“ - განაცხადა ალასანიამ.
Internet.ge