ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია
სამართალდამცველების მიერ გადაკეტილია.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ქუთაისის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება,
არსებული ინფორმაციით, არა პარლამენტის ცენტრალური, არამედ მის უკან მდგარი ადმინისტრაციული
შენობაში ხარაჩო ჩამოინგრა.
ამ დროისათვის ინციდენტის ადგილას მისვლა შეუძლებელია, ადგილზე დაცვის
პოლიცია და პატრული იმყოფება. პარლამენტთან ასევე მოსახლეობაა შეკრებილი, რომელთაც
დაცვის სამსახური ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევს.
მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ
ვრცელდება.
Internet.ge