ქუთაისში, ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ვიცეგუბერნატორი იმყოფება. ჯენ ქოსთნერი იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, გიგა შუშანიამ მიიღო.
საუბარი იმერეთის მხარისა და ილინოისის შტატს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივას შეეხო. იმერეთის მხარეში
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველმა მოადგილემ სტუმარს ქუთაისსა და იმერეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
თავის მხრივ, ილინოისის შტატის ვიცეგუბერნატორმა ინტერესი გამოხატა ქუთაისისა და იმერეთის მიმართ და აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება ორივე მხარისთვის ნაყოფიერი იქნება.
Internet.ge