ბაქო-თბილისი-ყარსის
სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის ბოლომდე შევა. ამის შესახებ
განცხადება აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ მუსა პანახოვმა გააკეთა
- იუწყება „კავკაზ ონლაინი“.
პანახოვის
თქმით, სარკინიგზო ხაზის ინტენსიური მშენებლობა ამ დროისათვის საქართველოს
მონაკვეთზე მიმდინარეობს, ხოლო წლის ბოლოსთვის საქართველო-თურქეთის საზღვრამდე
გამავალი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციაც დასრულდება.
აზერბაიჯანის
ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მცირედ შეფერხებას ადგილი საქართველო-თურქეთის საზღვარზე გვირაბში
მუშაობისას ჰქონდა. ამ გვირაბის სიგრძე 4,5 კილომეტრია. პახანოვის განცხადებით,
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ამ სამუშაოების დასრულებისთანავე ამოქმედდება.
internet.ge