თბილისის
საქალაქო სასამართლო კონტროლის პალატის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ კომპანიების “ბურჯის”, “ელიტა ბურჯის” და “გლობალ
კონსალტინგ
გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესახებ, დღეს, 14:00 საათისთვის განიხილავს.
ცნობისთვის, გუშინ კონტროლის პალატამ პოლიტიკური კოალიცია
„ქართული ოცნება“ კომპანიების: „ბურჯის“, „ელიტა ბურჯის“ და „გლობალ კონსალტინგ
გრუპის“ ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის
გამოყენებაში დაადანაშაულა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის
მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენის დარიგების და 239
ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს.
„მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური,
ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური
კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული კომპანიების
მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური
სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას და რაც
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის“,- აღნიშნულია
მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge