დღეს, ყარსში, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ბინზესფორუმი გაიმართება.
ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, თურქეთის სავაჭრო პალატების გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდის ორგანიზებით ეწყობა.
ღონისძიებას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია დაესწრება
და ბიზნესფორუმს თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებთან ერთად გახსნის.
Internet.ge