“ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, ქუთაისის შეკრება არ შედგეს.
როგორც ტელეკომპანია
"მაესტროს” ეთერში ივანიშვილმა განაცხადა, ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ქართველ ხალხს სურს.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, თბილისში აქციის შემდეგ, ხელისუფლება შეეცდება, მეორე პლაცდარმი-ქუთაისი შეინარჩუნოს.
ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ქუთაისში ბევრი ადამიანი შეიკრიბება.
“მე ვიცნობ ქართველებს, მე ადამიანის ხასიათი და განსაკუთრებით, ქართველების კარგად ვიცი”,- განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge