Human Rights Watch-ი პარიზს მოუწოდებს, არ
დაუშვას რუსული კომპანიები, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, შეიარაღების
გამოფენა - EUROSATORY 2012-ზე.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ
რუსულ კომპანიებს მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
"საფრანგეთს არ შეუძლია მოუწოდოს სირიაში ძალადობის შეწყვეტისკენ და
იარაღის შეტანაზე ემბარგოს დაწესებისკენ და ამავდროულად, უფლება მისცეს
სირიის მთავარ შემიარაღებელს, ჩავიდეს პარიზში საკუთარი იარაღის გასაყიდად
და ახალი კონტრაქტების დასადებად", - განაცხადა "ჰიუმან რაითს ვოჩის"
ფრანგული ოფისის დირექტორმა.
ჟან მარი ფარდოს თქმით, ქვეყნის ხელისუფლების შეიარაღება იმ პერიოდში,
როდესაც ეს ხელისუფლება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის,
ბოროტმოქმედებთან თანამზახველობის ტოლფასია.
internet.ge