საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს, ოზურგეთის იუსტიციის
სახლში სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა სტუდენტებს ფასდაკლების ბარათები გადასცა და
ის უწყებები გააცნო, სადაც სტუდენტებს ბარათით სარგებლობა შეეძლებათ.
ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, აღნიშნული ბარათები სტუდენტებისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია.
„ისარგებლეთ სანამ სტუდენტები ხართ ამ ბარათებით, რადგან სტუდენტობა
პრივილეგირებული ხდება. თქვენ ხართ საზოგადოება, ვისთვისაც ვცდილობთ რაიმეს
მივაღწიოთ. მომავალი თქვენია“,- მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.
პროექტი პრეზიდენტის ინიციატივით ხორციელდება და ყველა ავტორიზებული
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს ფასდაკლების ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა
უკვე 2012 წლიდან აქვს. ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო
რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში აიღებენ.
„ფასდაკლების ბარათის აღება ჩვეულებრივი მოქალაქისთვის 35 ლარი ღირს,
სტუდენტებს კი ის უფასოდ გადაეცემათ. სტუდენტს მართვის მოწმობის აღება ამ ბარათით
50 ლარის ნაცვლად 15 ლარი დაუჯდებათ, ფასდაკლება იქნება რკინიგზით მგზავრობისას,
იუსტიციის სახლში საბუთების ლეგალიზაციაზე 20%-იანი, თეატრებსა და მუზეუმებში 50 %-იანი
ფასდაკლება იმოქმედებს, გუდაურის საბაგიროზე - 70%, ასევე, ფასდაკლება იქნება სასწავლო კურსებზე. დაცულ
ტერიტორიებს კი სტუდენტები 40%-იანი ფასდაკლებით მოინახულებენ.
სპეცტარიფი იმოქმედებს ჯეოსელზე, ბილაინზე და მაგთიზე, ასევე
ფასდაკლებები იქნება ტანსაცმლის
მაღაზიებში, აკვაპარკებში, სმარტში და გუდვილში“,- განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge