აფხაზეთში დააკავეს ორი დღის წინ დრანდის იზოლატორიდან
გაქცეული 2 პატიმარი, ერთს კი კვლავ ეძებენ.
ადგილობრივი გაზეთების ცნობით, ბაჩო ხაზალია და ბიძინა ხასია
გულრიფშის რაიონის სოფელ
განახლებას ტყის მასივში დააკავეს.
ამ დრომდე ძებნაშია ბადრი ხაზალია.
სამივე პატიმარი გალის რაიონის მკვიდრია. ადგილობრივი
ძალოვნების ინფორმაციით ისინი იზოლატორიდან ციხეში გადაყვანის დროს გაექცათ.
Internet.ge