GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთის ოპოზიციის ლიდერების ბინებს 9 საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ
10:36 12.06.2012
დღის სიახლეები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი 9 საათის განმავლობაში ჩხრეკდა ოპოზიციის ლიდერების ბინებს. ჩხრეკის შედეგები სამართალდამცველებმა ოფიციალურად გააჟღერეს. 

„ოპოზიციის ლიდერების - ალექსი ნავალნის, სერგეი უდალცოვის, ილია იაშინის, ილია პონომარიოვის და ქსენია სობჩაკის ბინებიდან ამოღებულია დიდი რაოდენობის სააგიტაციო პროდუქცია და ლიტერატურა ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგებით, მონაცემთა ელექტრონული ბაზა და კომპიუტერები, რომლებიც სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. გარდა ამისა, უდალცოვისგან ამოიღეს პირთა სიები, რომლებიც მათ შეხედულებებს იზიარებენ - ე.წ. აქტივი“ - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

იაშინისა და სობჩაკის ბინებიდან ამოღებულია „დიდი რაოდენობით ფული ევროპულ და ამერიკულ ვალუტაში, რომლებიც 100-ზე მეტ კონვერტშია განაწილებული (არანაკლებ 1 მილიონი ევრო). გამოძიება არკვევს ვალუტის მიღების წყაროს და იმას, თუ რა მიზნისთვის იყო ის განკუთვნილი“.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქსენია სობჩაკის ბინიდან სამართალდამცველებმა 1,5 მილიონი ევრო ამოიღეს.

ყველა აღნიშნული პირი დღეს დილითვე დაკითხვაზეა გამოძახებული.

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ეს პროცესები ხელს არ შეუშლის დღეს მოსკოვში დაგეგმილი „მილიონების მარშის“ ჩატარებას.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება. კორექტივა იქნება მხოლოდ ის, რომ გაიზრდება მონაწილეთა რაოდენობა. მაგრამ ეს ხელისუფლების ქმედების გამო მოხდება   - განუცხადა „ინტერფაქსს“ მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოძრაობა „სოლიდარნოსტის“ აქტივისტმა სერგეი დავიდსმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ქართუ ჯგუფისა“ და“პროგრესბანკის“ წილებზე იძულებითი მმართველობა შეწყდა1
დავით გამყრელიძე სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს2
„ახალი მემარჯვენეების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია იქნება3
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: საქართველოში არჩევნები ჯერ არ დასრულებულა4
მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრის პოსტის შეთავაზებაზე კომენტარს არ აკეთებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X