დღეს, პარლამენტში პროექტის – „სასკოლო სპორტის ხელშეწყობის პროგრამა – მე მიყვარს სპორტი“ – მიზნებისა და განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარლამენტის პრესსამსახურიდან
აცნობეს, პროექტს საფუძვლად უდევს „საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლებისა და სპორტში მათი მასობრივი ჩაბმის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, რომელიც შემუშავებულია პარლამენტის ინიციატივით, უშუალოდ დავით ბაქრაძის პატრონაჟით და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით.
მათი ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი დაესწრება და პრეზენტაციაზე წარმოდგენელი იქნება პროექტის ფარგლებში შემუშავებული საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალები, რომლებიც განკუთვნილია დაწყებითი კლასების ფიზიკური განათლების და სპორტის პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის, მოსწავლეებისთვის. ასევე,
პროექტის ფარგლებში განსახილვევლი აქტივობების ამსახველი ფოტო
და ვიდეო
მასალა, სტენდ
მოხსენება.
Internet.ge