ორენბურგში, იარაღის საწყობებში გაჩენილი ხანძრის გამო,
წუხელ 8 დასახლებული პუნქტის მოსახლეობის
ევაკუაცია დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
იტყობინება.
მანამდე უკვე მოხდა ბავშვთა ბანაკის ევაკუაცია, რომელიც
სამხედრო ობიექტიდან 10 კილომეტრშია განთავსებული.
უცნობია ორი ადამიანის ბედი, რომლებიც ცეცხლის გაჩენის
მომენტში საბრძოლო მასალის საწყობში იმყოფებოდნენ.
ორენბურგის ოლქის ბიზირუკსკის რაიონის იარაღის საწყობებში
გაჩენილი ხანძრის მიზეზი უცნობია. ადგილზე სამხედრო პროკურორები მუშაობენ.
Internet.ge