თბილისში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშებმა უძველესი სამარხი
აღმოაჩინეს.
შემთხვევა გლდანში მოხდა. ბართაგავას ქუჩაზე მეოთხე და მეორე
მიკრორაიონის კვეთაზე გზის საფარის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა მიწაში
ორი თავის ქალა აღმოაჩინეს.
ადგილზე არქეოლოგთა ჯგუფი უკვე მივიდა. მათი თქმით, სამარხი, სავარაუდოდ, ანტიკურ პერიოდს განეკუთვნება.
ადგილზე გამგეობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. პერიმეტრი
შემოისაზღვრა.
ადგილობრივთა განცხადებით, გადმოცემის თანახმად, აღნიშნულ ადგილას
საუკუნეების წინ სასაფლაო უინდა ყოფილიყო.
„ინტერნეტ.ჯი“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სპეციალისტები აღნიშნულ ტერიტორიას ორი კვირის
განმავლობაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დაამუშავებენ.
Internet.ge