GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„დამოუკიდებლობის“ ერთადერთი შედეგი - ცხინვალის კატასტროფის წინაშეა
21:22 31.03.2012
დღის სიახლეები

ეს დასკვნა რუსეთში გააკეთეს, - ორგანიზაცია, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“ აკვირდებოდა, შემაშფოთებელ დასკვნას აქვეყნებს. ეს არის ადამიანის უფლებათა მოსკოვის ბიურო, რომლის წარმომადგენლებიც „არჩევნებით“ აღფრთოვანდნენ, მაგრამ ცხინვალში ყოფნისას დაასკვნეს, რომ რესპუბლიკა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით კატასტროფის წინაშე დგას.

“რჩება შთაბეჭდილება, რომ არცერთი რუბლი, მოსკოვის მიერ გამოყოფილი, რეგიონს არ მოხმარებია. ის კვლავ ნაომარ ქალაქს ჰგავს: აღდგენითი სამუშაოები ცუდად მიმდინარეობს, ცხინვალი სულ გადათხრილია და საცხოვრებელი შენობები დანგრეულია.

ეკონომიკური მდგომარეობა „უღატაკესია“: ზოგიერთი გათვლით სამომხმარებლო კალათა 8 ათას რუბლს შეადგენს, მაშინ, როცა შრომის საშუალო ანაზღაურება 5 ათასია. სამაგიეროდ, უზრუნველყოფილები არიან მაღალჩინოსნები - მათი ხელფასი 60 ათასი რუბლია. საჯარო სამსახურში დასაქმებულები კი 1000 რუბლამდე იღებენ.
მომსახურებისა და ვაჭრობის ბაზარზე ხდება ფასების უკონტროლო მატება.

შემაშფოთებელი ვითარებაა დემოგრაფიის თვალსაზრისითაც, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, კატასტროფის ზღვარზეა მისული.

რესპუბლიკაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა - თუ რა რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობს. ასევე არ არსებობს მონაცემები შობადობისა და გარდაცვალების შესახებ. ამ ფონზე, სიკვდილიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე შობადობა.

სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს კი იწვევს არა მარტო ბოლო წლების ნერვულ-ფსიქიკური სტრესები, არამედ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების უკონტროლოდ და უზომოდ გამოყენება.

უკიდურესად მაღალია უმუშევრობის დონე. არ არსებობს მოთხოვნა ინტელექტუალურ, შრომით და კულტურულ პოტენციალზე, კრიმინალური ვითარების გამწვავება კი აიძულებს მოსახლეობას გავიდეს რესპუბლიკიდან, თუმცა არც მიგრაციის აღწერა ხდება.

ადამინის უფლებათა მოსკოვის ბიურო მიანიშნებს, რომ თუ არ ჩავთვლით ჰუმანიტარულ დახმარებას, ცხინვალის რეგიონმა რუსეთისგან მთლიანობაში 43 მილიარდი რუბლი მიიღო, რაც პატარა რეგიონისთვის კოლოსალური თანხაა, ისევე როგორც, კოლოსალურია ის თაღლითობის ფაქტები, რის შესახებაც ხმამაღლა ითქვა: ე.წ. არჩევნების წინ ე.წ. უშიშროების საბჭომ 800 მილიონი რუბლის განიავების საქმე გამოააშკარავა;

პროკურატურაში 17 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მშენებლებისა და ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობდნენ; ათობით რუსულ ფირმებს ამ სამუშაოების შესრულება დღესაც არ დაუწყიათ, მაშინ, როცა ბიუჯეტის ფული აიღეს და გაქრნენ; ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტმა 500 მილიონი რუბლის დარღვევა გამოავლინა…

კრიმინალური გარჩევები ისევ ძალაშია. მოსკოველი უფლებადამცველები აღიარებენ, რომ რესპუბლიკაში ყოველდღიურად ხდება კონფლიქტები ადგილობრივ ძალოვნებსა და მეწარმეებს შორის, რომლებიც ერთმანეთს კორუფციაში ადანაშაულებენ.”

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბაქრაძე: „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტებს წარმოვადგენთ1
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება2
ვანო მერაბიშვილმა მთავრობის მოქმედ წევრებთან არჩევნების შემდგომი ვითარება განიხილა3
“ლიბერთი ბანკის" ოფისში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა4
საქართველოში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს განაგრძობენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X