მაია ფანჯიკიძე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ვერტმფრენის ფრენის უფლების თვალსაზრისით, პრობლემების არსებობას ადასტურებს, თუმცა მიზეზების განმარტებაზე
პრინციპულ უარს აცხადებს.
„ივანიშვილის პირად საკითხებზე, ქონებრივი
იქნება ეს თუ ბიზნესის, კომენტარს პრინციპულად არ ვაკეთებ, რადგან ეს ჩემს
კომპეტენციაში არ შედის“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრობლემების არსებობა დაადასტურა დღეს “თბილისი მარიოტში” გამართულ პრეს-კონფერენციაზე ივანიშვილის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ადვოკატმა ჟურნალისტებს, აღნიშნული საკითხის გადამოწმება საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი კარბელაშვილთან ურჩია.
Internet.ge