ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები
უკვე თბილისშია.
ტესტები თბილისის საერთაშორისო
აეროპორტიდან პოლიციის შენობებში უკვე გადაიტანეს და დღეს თბილისისა და რეგიონების
მთავარ სამმართველოებში განათავსებენ, რითაც მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი
მათი უსაფრთხოება.
ტესტები ბრიტანულმა კომპანია „სტივენ ოსტინმა“ დაბეჭდა. საგამოცდო ცენტრებს ტესტები
უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება.
internet.ge