აჭარაში ერთიანი წყლის სისტემა შეიქმნება
12:24 15.06.2012
|
დღის სიახლეები
|
აჭარაში ერთიანი ახალი ჰოლდინგი შეიქმნება, რომელიც ცენტრალიზებურად აჭარის ტერიტორიაზე არსებულ ყველა წყლის კომუნიკაციის მართვას, შენახვასა და მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტის დეტალები დღეს გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის წარმომადგენლებმა აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარეს გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთიანი სისტემა რეგიონის რაიონებსა და სოფლებში წყლისა და კანალიზაციის გამართულ მუშაობაზეა გათვლილი. სამუშაო შეხვედრები რაიონებშიც გაიმართება.
გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, ბათუმის მერიის თანადაფინანსებით, ბათუმის წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ დროისათვის ქალაქში სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|