რამდენიმე საათის წინ ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან
ახლოს, ბენზინგასამართ სადგურზე ორი აფეთქება მოხდა.
ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალურად
არ ვრცელდება, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ რამდენიმე ადამიანი ძლიერი დამწვრობით
საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები
არიან მობილიზებული. გადაკეტილია აეროპორტთან მისასვლელი გზა.
უკვე დაიწყო შემთხვევის გამოძიება. ვერსიების შესახებ ოფიციალურად
ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა მედიის ცნობით, გამოძიების ვარაუდით, აფეთქება საწვავით
სავსე რეზერვუართან ცეცხლის გაჩენამ გამოიწვია.
Internet.ge