სამხედრო ჰოსპიტალი ახალი აპარატურით აღიჭურვა
17:56 15.06.2012
|
დღის სიახლეები
|
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო რეაბილიტაციის ახალი აპარატურა გადაეცა. ჰოსპიტლის თანამედროვე აპარატურით აღჭურვა ნატო-ს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს (ნამსა) პროექტ „საქართველო III”-ის ფარგლებში მოხდა.
სამედიცინო რეაბილიტაციის პროექტის დახურვის ცერემონია დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას პროექტის მნიშვნელობაზე საქართველოს ვიცე–პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა გია ბარამიძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრო ბარნოვმა, ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ივან იესტრჟაბმა ისაუბრეს.
სამედიცინო რეაბილიტაციის პროექტი 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის მიზანს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ფიზიოთერაპიული სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენდა. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში გორის ჰოსპიტალისთვის 80 000 ევროს ღირებულების აპარატურის შეძენა მოხდა. ნამსა-ს პროექტის სამედიცინო რეაბილიტაციის ელემენტის დონორი ქვეყანა ჩეხეთის რესპუბლიკაა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|