ინდოეთში
ხიდიდან ავტობუსის გადავარდნის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 20-მა კი სხვადასხვა
სიმძიმის დაზიანება მიიღო.
ავტობუსის
მგზავრები მახარაშტრის შტატში მდებარე წმინდა შირდი საიბაბის ტაძრის მოსალოცად
მიდიოდნენ.
შტატის
პოლიციას გარდაცვლილთა ვინაობა ჯერ არ დაუდგენია.
მომლოცველთა
ნათესავები იმ ტურისტულ სააგენტოსთან არიან შეკრებილნი, რომელმაც აღნიშნული
მგზავრობა მოაწყო. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღებამდე ისინი დაშლას არ აპირებენ.
ავტოკატასტროფის
მიზეზებს პოლიცია ადგენს.
Internet.ge