ლაშა კურტანიძის მეუღლე დაკითხვაზე იმყოფება
17:23 17.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ტელეკომპანია "მე-9 არხი" ლაშა კურტანიძის მეუღლის დაკავების შესახებ
ინფორმაციას ავრცელებს. ლაშა კურტანიძესთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის
წინ, შს სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით,
პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე "ქართული ოცნების" წევრი ზაზა ჭელიძე
დააკავეს.
ჭელიძეს ბრალად კასპის
რაიონის, იგოეთის განყოფილების ოპერატიული თანამშრომლისთვის, ლაშა
კურტანიძისთვის, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ პოლიციელების ფარული
ჩაწერის განხორციელების დავალება ედება.
უტიაშვილის თქმით, კურტანიძემ თავდაპირველად გამოძიებასთან თანამშრომლობა
გადაწყვიტა, ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში და მოახდინა ზაზა ჭელიძის
ჩაწერა,
თუმცა, მოგვიანებით მან აღნიშნული ინფორმაცია ჭელიძეს მიაწოდა და მიიმალა.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ლაშა კურტანიძე
ყვება, რომ თავისი მეგობრის სახლში გაიცნო ზაზა ჭელიძე, რომელმაც მას უთხრა, რომ მთავრობა ფაქტობრივად
უკვე შეცვლილია და დაინტერესდა, თუ რისი გაკეთება შეეძლო მას "გვერდში დგომისთვის".
კურტანიძემ, მისი აღიარებითი ჩვენების თანახმად, ჭელიძისგან მიიღო ჩამწერი აპარატურა
თავისი აღჭურვილობით და დაევალა პოლიციელების განწყობების და
სამსახურებრივი თათბირების ჩაწერა.
კურტანიძე ასევე ჰყვება, რომ ჩანაწერების გადაცემის შემდეგ მას ჭელიძემ უთხრა, რომ "ზევით"
კმაყოფილები იყვნენ, განსაკუთრებით კი ბიძინა ივანიშვილი, რისთვისაც მან 3000 დოლარი მიიღო.
აღიარებითი ჩვენება უკვე მისცა შსს-ს ზაზა ჭელიძემაც. მან განაცხადა, რომ კურტანიძის მიერ
მიტანილი ჩანაწერები გადასცა თვის მეგობარ ირაკლი სესიაშვილს, რომელმაც
ასლის გადაღება მოითხოვა, შემდეგ კი კონვერტი მისცა კურტანიძისთვის გადასაცემად.
"ინტერნეტ.ჯი"-მ "მე-9 არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია შს
სამინისტროში გადაამოწმა. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა
უტიაშვილის განცხადებით, ლაშა კურტანიძის მეუღლე დაკავებული არ არის, ის
დაკითხვაზე იმყოფება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|