წუხელ 6,4-ბალიანი მიწისძვრა მოხდა იაპონიაში - იუწყება
„როიტერი“ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით.
მიწისძვრის ეპიცენტრი იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე
115 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ასევე, არ შექმნილა ცუნამის საშიშროება.
Internet.ge