დღეს,
სპორტკომპლექს „არენაში" ნიკოლოზ მახვილაძის დასახმარებლად საქველმოქმედო
მატჩი გაიმართა. ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და გუნდი „თსუ“
დაუპირისპირდნენ.
ნაკრების
შემადგენლობაში კაპიტანმა ზურაბ ხიზანიშვილმა, აკაკი ხუბუტიამ, გიორგი ფოფხაძემ,
ლევან მჭედლიძემ, დავით სირაძემ და ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან ცქიტიშვილმა ითამაშეს.
ნიკოლოზ
მახვილაძე თსუ-ს ფეხბურთელია, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და
სარეაბილიტაციო კურსს საჭიროებს. მის დასახმარებლად გახსნილია ანგარიში - GE84
TB19 5634 5163 6223 42. ასევე, დახმარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე -
0 901 500 528.
internet.ge